2011 წლის 10 დეკემბერს დეკანოზ გიორგი ყიფშიძის მიწვევით 117-ე საჯარო სკოლის 15 მოსწავლე საპატრირქოს ტელევიზია ,,ერთსულოვნებას” გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად ესტუმრა.     

  მამა გიორგის საავტორო გადაცემა ,, უკეთ გავიცნოთ ჩვენი შვილები” მოზარდებსა და მათ პობლემებზეა ორიენტირებული. ამჟამად გადაცემის თემა იყო ,,აგრესია მოზარდებში”.
        მოსწავლეების გარდა გადაცემაში მიწვეულები იყვნენ კომპეტეტური და საზოგადოებისათვის საყვარელი ადამიანები. მამა გიორგიმ საინტერესო გარემო შექმნა დისკუსიისთვის და მოსწავლეებს მასში ჩაბმა არ გასჭირვებიათ ბავშვებმა საკმაოდ დამაჯერებლად ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომლებიც საზოგადოებაში დაგროვდა და გადაიზარდა აგრესიულ ფორმებში. ისაუბრეს ასევე პრობლემების დაძლევის საშუალებებზე.